როგორ მოვიქცე, თუ ჩემი წვდომის გასაღები არ მუშაობს?
თუ შეცდომის ასეთ შეტყობინებას მიიღებთ: „როგორც ჩანს, თქვენი წვდომის გასაღები მოქმედი არ არის. თუ ეს გამეორდება, სერვისის მმართველს მიმართეთ“. დეფექტების აღმოსაფხვრელად შემდეგი ნაბიჯები გადადგით:
- დარწმუნდით, რომ წვდომის გასაღები შეიყვანეთ სრულად პირველი ხუთი სიმბოლოს („ss://“) ჩათვლით, რომელიც შესაძლოა ავტომატურად არ დაკოპირდეს გაცვლის ბუფერში. აი, წვდომის სრული გასაღების მაგალითი (მხოლოდ ნიმუშია; არ მუშაობს):
ss://[email protected]:39485/?outline=1
- თუ თქვენი წვდომის გასაღები საერთოდ არ კოპირდება გაცვლის ბუფერში, ეს შესაძლოა თქვენი შეტყობინებების აპის ან პლატფორმის გამო ხდებოდეს. ეს მეტწილად მაშინ ხდება, როცა შეტყობინებას თქვენი კონტაქტების სიის მიღმა პირისგან იღებთ. თუ კოდს შეტყობინებიდან აკოპირებთ, დარწმუნდით, რომ გამგზავნი დამატებულია თქვენს კონტაქტების სიაში, შემდეგ კი სცადეთ ბმულზე ხელახლა წვდომა.
- თუ 1-ელი და მე-2 ნაბიჯები შეასრულეთ და კვლავ იღებთ შეცდომის შესახებ შეტყობინებას, სერვერი, სავარაუდოდ, დაბლოკილია ან თქვენი წვდომის გასაღები აღარ მოქმედებს. თუ სერვისის მმართველი ხართ, ახალი გასაღები დააგენერირეთ თქვენთვის. სხვა შემთხვევაში დაუკავშირდით სერვისის მმართველს ახალი გასაღების მისაღებად.