Skip to main content

რატომ ვერ ვუკავშირდები Outline-ის სერვისს?

აი, რამდენიმე მიზეზი, რის გამოც, შესაძლოა, ვერ დაუკავშირდეთ Outline-ის სერვისს:

ინტერნეტ-კავშირის პრობლემები:

შემოწმების წესი:

გამორთეთ Outline და ნახეთ, აღგიდგებათ თუ არა ინტერნეტ-კავშირი.

  • თუ აღდგება, ქვემოთ გაეცანით დეფექტების აღმოფხვრის სხვა ვარიანტებს.
  • თუ არ აღდგება, მოითმინეთ, რომ ნახოთ, თვითონ განახლდება თუ არა თქვენი კავშირის პარამეტრები.

აღმოფხვრის გზები:

დააბრუნეთ თქვენი მოწყობილობა ონლაინ რეჟიმში:

  1. შეამოწმეთ სხვა მოწყობილობა, რომ ნახოთ, შეუძლია თუ არა მას იმავე ქსელთან დაკავშირება. თუ სხვა მოწყობილობები ვერ გადადის ონლაინ რეჟიმში, ქსელი შეიძლება გათიშულია და მის აღდგენას უნდა დაელოდოთ, ან დეფექტების აღმოფხვრა დაიწყოთ.
  2. თუ სხვა მოწყობილობები უერთდება იმავე ქსელს, შეგიძლიათ ცადოთ რომელიმე შემდეგი მეთოდი თქვენი მოწყობილობის ონლაინ რეჟიმში დასაბრუნებლად:
    1. გადაიყვანეთ მოწყობილობა თვითმფრინავის რეჟიმში (მობილური)
    2. გადატვირთეთ მოწყობილობა
    3. გამორთეთ მოწყობილობა, დაელოდეთ 2 წუთი, ჩართეთ ხელახლა

ქსელის დაცვის პრობლემები:

შემოწმების წესი:

  1. გათიშეთ კავშირი Wi-Fi-სთან ან სადენიან ქსელთან.
  2. დაუკავშირდით სხვა ქსელს, მაგალითად, ფიჭურს
  3. ცადეთ Outline-ის სერვერთან ხელახლა დაკავშირება

თუ დაკავშირება შეძელით, როდესაც სხვა ქსელში ხართ, მაშინ პრობლემა თქვენ გაქვთ.

აღმოფხვრის გზები:

დაუკავშირდით სერვისის მმართველს და სთხოვეთ, მოგცეთ წვდომა თქვენს სერვერზე ან, სანაცვლოდ, გააგრძელეთ სხვა ქსელის გამოყენება.

ქსელის დაცვის ან ანტივირუსული პროგრამული უზრუნველყოფის პრობლემები:

შემოწმების წესი:

ცადეთ Outline-თან დაკავშირება სხვა მოწყობილობიდან.

შენიშვნა: გახსოვდეთ, რომ დაგჭირდებათ წვდომის გასაღები და Outline აპი Outline-ის გამოსაყენებლად სხვა მოწყობილობაზე.

აღმოფხვრის გზები:

შეამოწმეთ თქვენი ქსელის დაცვის ან ანტივირუსული პროგრამული უზრუნველყოფის პარამეტრები, რათა დარწმუნდეთ, რომ ისინი დაყენებულია ისე, რომ VPN-ის და Outline-ის ტრაფიკის გატარება დაშვებულია.

მოწყობილობის პარამეტრები:

შეამოწმეთ:

Android-ისთვის:

  1. გახსენით პარამეტრების აპი.
  2. მოძებნეთ VPN-ის პარამეტრები თქვენს მოწყობილობაში (VPN-ის პარამეტრები გაჩვენებთ ყველა VPN აპს, რომელსაც ამჟამად თქვენს ტელეფონზე აქვს წვდომა).
  3. თუ VPN-ის პარამეტრებში Outline-ს ვერ ხედავთ, ამოშალეთ Outline და ხელახლა დააინსტალირეთ. Outline-ს ავტომატურად უნდა მიეცეს წვდომა მოწყობილობაში ინსტალაციისას.

დარწმუნდით, რომ დაინსტალირებული არ გაქვთ ეკრანის გადამფარავი რაიმე აპი თქვენს Android მოწყობილობაში, რადგან ის შესაძლოა, Outline-ის ნებართვების ფანჯარას ფონურ რეჟიმში გზავნიდეს და ის არ იყოს წინა პლანზე ხილული.

თქვენს Android მოწყობილობაში გადადით: პარამეტრები > აპები > სპეციალური აპის წვდომა. შემდეგ შეეხეთ პარამეტრს „სხვა აპების ფონზე გამოჩენა“. შეგიძლიათ, ნებისმიერი აპის წვდომა გააუქმოთ, რომელიც მსგავს მოქმედებას ნებას რთავს.

iOS-ისთვის: გაეცანითმხარდაჭერის ამ სტატიას.

სერვერის პრობლემები:

შემოწმების წესი:

თუ ერთზე მეტ სერვერზე გაქვთ წვდომა, ცადეთ დაკავშირება სხვა სერვერთან.

აღმოფხვრის გზები:

დაუკავშირდით თქვენი სერვისის მმართველს და გაიგეთ, განადგურებული ხომ არ არის სერვერი. თუ კი, სთხოვეთ მას სხვა სერვერზე წვდომის გასაღები.

თუ სერვერი თქვენ დააყენეთ, ცადეთ ხელახლა დაკავშირება მასთან Outline-ის Manager-იდან ან სხვა მეთოდით, მაგალითად, SSH-ით. თუ ამან არ იმუშავა, ცადეთ ღრუბლის პროვაიდერის კონსოლის შემოწმება, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რათა ნახოთ, სერვერი კვლავ ონლაინ არის თუ არა.