ქსელის დაცვის შეცდომები
არის ქსელის დაცვის საკითხების სამი ტიპი, რომელიც შეიძლება წარმოიშვას:
თქვენ შეიძლება დაბლოკილი იყოთ ქსელის დაცვის მიერ.
თუ Outline-ის ინსტალაციას ცდილობთ, როდესაც დაკავშირებული ხართ დაცულ ქსელთან, მაგალითად, სკოლაში ან სამუშაო ადგილზე, სცადეთ ინსტალაცია სხვა ქსელით.
თუ ეს არ იმუშავებს, დაუკავშირდით თქვენი ქსელის ადმინისტრატორს, რათა დაუშვას კავშირი დაცულ ქსელსა და თქვენს Outline-ის სერვერს შორის. თქვენ უნდა იცოდეთ თქვენი Outline-ის სერვერის IP მისამართი და პორტები, სადაც გაშვებულია Outline, რომლებიც მითითებულია საინსტალაციო სცენარის ბოლოში.
თქვენ შეიძლება, დაბლოკილი იყოთ მოწყობილობის ქსელის დაცვის მიერ.
თუ თქვენს მოწყობილობაზე დაყენებულია პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ბლოკავს გამავალ კავშირებს არასტანდარტულ პორტებზე ან არაღიარებულ პროგრამულ უზრუნველყოფას (CheckPoint's ZoneAlarm), მიმართეთ მოწყობილობის ან პროგრამული უზრუნველყოფის დოკუმენტაციის, რათა გაიგოთ, თუ როგორ შექმნათ გამონაკლისი Outline-ისთვის.
თქვენ შეიძლება, დაბლოკილი იყოთ სერვერის ქსელის დაცვის მიერ.
თქვენ მიერ არჩეულმა ღრუბლის პროვაიდერმა შეიძლება, მოითხოვოს გამონაკლისების ხელით შექმნა თქვენი სერვერის ქსელის დაცვისთვის, იმ პორტების გასახსნელად, რომლებზეც გაშვებულია Outline. საინსტალაციო სცენარის გაშვების შემდეგ უნდა წარგედგინოთ შემთხვევითობის პრინციპით არჩეული ორი პორტი, სადაც Outline გაშვებულია თქვენს სერვერზე. ამ ორი პორტის გახსნა საკმარისი უნდა იყოს.
თქვენი სერვერის ქსელის დაცვისთვის გამონაკლისების შესაქმნელად გირჩევთ, გადახედოთ დოკუმენტაციას 'ufw'-ისთვის და 'iptables'-ისთვის: