Skip to main content

რატომ ვერ ვაინსტალირებ Outline-ის კლიენტს Windows-ისთვის?

შეიძლება შეცდომის ეს შეტყობინება იხილოთ: „სამწუხაროდ, Outline სათანადოდ ვერ დაინსტალირდა. გთხოვთ, ხელახლა სცადოთ მისი ინსტალაცია. თუ ეს ვერ დაგეხმარებათ, /about/feedbackგამოგვეხმაურეთ“.

თუ Outline-ს Windows-ში იყენებთ, შესაძლოა, ზოგჯერ მოულოდნელი შეცდომა მოხდეს. შემთხვევათა უმეტესობაში საჭიროა Outline TAP ადაპტერის (დრაივერი) წაშლა და Outline-ის ხელახალი ინსტალაცია.

ნაბიჯები შეიძლება განსხვავდებოდეს თქვენი Windows-ის ოპერაციული სისტემის მიხედვით, მაგრამ ქვემოთ მოცემულია ზოგადი ნაბიჯები, როგორ შეასრულოთ TAP ადაპტერისა და Outline-ის დეინსტალაცია და შემდეგ Outline-ის ხელახალი ინსტალაცია.

  1. TAP ადაპტერის დეინსტალაცია Outline-ის კლიენტისთვის
    • გადადით მოწყობილობათა მმართველებში, შემდეგ ქსელის ადაპტერებში
    • იპოვეთ TAP-Windows Adapter V9 ფაილი ან TAP ადაპტერი, რომელიც დაკავშირებულია Outline-თან
    • შეასრულეთ ამ ადაპტერის დეინსტალაცია ან წაშალეთ ის. გაითვალისწინეთ, რომ ამან შეიძლება, იმოქმედოს VPN-ის სხვა აპებზეც, რომლებიც დაინსტალირებული გაქვთ.
  2. Outline-ის კლიენტის დეინსტალაცია
    • გადადით პროგრამებსა და ფუნქციებში, შემდეგ კი აირჩიეთ პროგრამის დეინსტალაცია
    • იპოვეთ Outline-ის კლიენტის აპი და შეასრულეთ Outline-ის კლიენტის დეინსტალაცია
    • ჩამოტვირთეთ Outline-ის კლიენტის აპის უახლესი ვერსია და ხელახლა დააინსტალირეთ ის თქვენს Windows მოწყობილობაზე. ახალი ინსტალაცია ავტომატურად დააინსტალირებს TAP-ის ახალ ადაპტერს.

თუ კვალავაც ეჩეხებით სირთულეს, მხარდაჭერას დაუკავშირდით.