Skip to main content

ტერმინოლოგია

რა არის VPN?

ვირტუალური კერძო ქსელი (VPN) არის კერძო კავშირი თქვენს მოწყობილობასა და მასპინძელ სერვერს შორის. თქვენი ტრაფიკი დამალულია ინტერნეტის პროვაიდერისგან, როცა VPN-ს იყენებთ. შესაძლოა, VPN-ის გამოყენება მოისურვოთ შემდეგი მიზნებით:

  • საჯარო Wi-Fi ქსელის გამოყენებისას თქვენი მონაცემების დაცვა
  • თქვენი დათვალიერების მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვა ინტერნეტის პროვაიდერისგან და სამთავრობო უწყებებისგან
  • უცენზურო კონტენტზე წვდომისას მსოფლიოს სხვადასხვა წყაროებიდან

რა გამოარჩევს Outline-ს ტრადიციული VPN-ებისგან?

ინტერნეტ-პროვაიდერები უსაფრთხოების ზოგადი პროტოკოლებისა და/ან ტრაფიკის მოცულობის ნიმუშების ამოცნობით მარტივად აღმოაჩენენ და ბლოკავენ ტრადიციულ VPN-ებს. Outline ტრადიციულ VPN-ებზე მეტად მდგრადია, რადგან მასში ჩაშენებული პროტოკოლი უზრუნველყოფს მის რთულად აღმოჩენას და შესაბამისად — დაბლოკვას. Outline მდგრადია ცენზურის სპეციალიზებული ფორმების, მათ შორის, ქსელისა და IP მისამართით, დაბლოკვის წინააღმდეგ.

რა არის Outline-ის სერვერი?

Outline-ის სერვერზე გაშვებულია VPN, რომელსაც უკავშირდებიან ნებადართული მომხმარებლები. თუ ახალ ქსელს ქმნით, შეგიძლიათ, გამოიყენოთ საკუთარი დაცული სერვერი Outline-ის სერვერად, ან ისეთი ღრუბლოვანი სერვისის პროვაიდერები, როგორებიცაა:

  • DigitalOcean
  • Google Cloud Platform (GCP)
  • Amazon Web Services (AWS)

თქვენს სერვერს Outline Manager-ში შექმნით.

რა არის სერვისის მმართველი?

სერვისის მმართველი არის Outline-ის სერვერის კონფიგურაციასა და მომხმარებლებისთვის წვდომის გასაღებების გაზიარებაზე პასუხისმგებელი პირი. სერვისის მმართველი, ზოგადად, პასუხისმგებელია სერვერის გამოყენების ღირებულებაზე.

რა არის წვდომის გასაღები?

წვდომის გასაღები გამოიყენება Outline-ის არსებულ სერვერზე წვდომისა და VPN-თან დაკავშირებისთვის. სერვისის მმართველი გადმოგცემთ წვდომის გასაღებს, ან თქვენ თვითონ შეგიძლიათOutline-ის სერვერის კონფიგურაცია. აი, მაგალითად, როგორ გამოიყურება წვდომის გასაღები (არ მუშაობს; განკუთვნილია მხოლოდ საჩვენებლად):

ss://[email protected]:39485/?outline=1

რა არის Outline Manager?

Outline Manager-ის არის დესკტოპის აპი, რომელსაც სერვისის მმართველი იყენებს Outline-ის სერვერის კონფიგურაციისთვის, წვდომის გასაღებების გენერირებისთვის და თითოეულ გასაღებისთვის მონაცემთა ლიმიტის განსაზღვრისთვის. Outline Manager-ის უახლესი ვერსიის ჩამოტვირთვა შესაძლებელიააქედან ანაქედან.

რა არის Outline-ის კლიენტი?

Outline-ის კლიენტი არის აპი (დესკტოპ და მობილური ვერსია), რომლითაც დაუკავშირდებით Outline-ის სერვერს და წვდომას მიიღებთ VPN-ზე წვდომის გასაღებით. Outline კლიენტის უახლესი ვერსიის ჩამოტვირთვა შესაძლებელიააქედან ანაქედან.

რა არის მონაცემთა ლიმიტები?

Outline Manager საშუალებას აძლევს სერვისის მმართველებს, წვდომის გასაღებებზე დააყენონ მონაცემთა 30-დღიანი საცდელი ლიმიტები, რათა თავიდან აიცილონ ზედმეტად გამოყენება და გაუთვალისწინებელი ხარჯები. სერვისის მმართველებს შეუძლიათ დააყენონ ნაგულისხმევი ლიმიტი, რომელიც გავრცელდება თითოეულ გასაღებზე და სხვა ლიმიტიც ნებისმიერ გასაღებზე, რომელიც უგულებელყოფს ნაგულისხმევ ლიმიტს. როდესაც ლიმიტი დაყენებულია, ის ძალაში შედის დაუყოვნებლივ და ხორციელდება საათობრივად.

თუ სერვისის მმართველები დაეთანხმებიან მეტრიკის Jigsaw-თან გაზიარებას, ისინი უნდა გაეცნონ მონაცემთა შეგროვების დებულებას იმის შესახებ, თუ როგორ ხდება ანგარიშგება მონაცემთა ლიმიტების შესახებ.