Skip to main content

რატომ ვერ ვაყენებ Outline Manager-ს Windows-ზე?

შეიძლება შეცდომის ეს შეტყობინება იხილოთ: „სამწუხაროდ, Outline სათანადოდ ვერ დაინსტალირდა. გთხოვთ, ხელახლა ცადოთ მისი ინსტალაცია. გამოგვეხმაურეთ, თუ ეს ვერ დაგეხმარებათ.

თუ Outline-ს Windows-ში იყენებთ, შესაძლოა, ზოგჯერ მოულოდნელი შეცდომა მოხდეს. უმეტესწილად საჭიროა Outline TAP ადაპტერის (დრაივერი) წაშლა და Outline-ის ხელახლა ინსტალაცია.

ნაბიჯები შეიძლება განსხვავდებოდეს თქვენი Windows-ის ოპერაციული სისტემის მიხედვით, მაგრამ ქვემოთ მოცემულია ზოგადი ნაბიჯები, როგორ შეასრულოთ TAP ადაპტერისა და Outline Manager-ის დეინსტალაცია და შემდეგ ხელახლა დააყენოთ Outline Manager.

  1. TAP ადაპტერის დეინსტალაცია Outline Manager-ისთვის
    1. გადადით მოწყობილობათა მმართველებში, შემდეგ — ქსელის ადაპტერებში
    2. იპოვეთ ფაილი „TAP-Windows Adapter V9“ ან TAP ადაპტერი, რომელიც დაკავშირებულია Outline-თან
    3. შეასრულეთ ამ ადაპტერის დეინსტალაცია ან წაშალეთ ის. გაითვალისწინეთ, რომ ამან შეიძლება, იმოქმედოს VPN-ის სხვა აპებზეც, რომლებიც დაინსტალირებული გაქვთ.
  2. Outline Manager-ის დეინსტალაცია
    1. გადადით პროგრამებსა და ფუნქციებში, შემდეგ კი აირჩიეთ პროგრამის დეინსტალაცია
    2. იპოვეთ Outline Manager აპი და შეასრულეთ მისი დეინსტალაცია
    3. ჩამოტვირთეთ Outline Manager აპის უახლესი ვერსია და ხელახლა დააინსტალირეთ ის თქვენს Windows მოწყობილობაში. ახალი ინსტალაცია ავტომატურად დააინსტალირებს ახალ TAP ადაპტერს.

თუ პრობლემა არ აღმოიფხვრა, დაუკავშირდით მხარდაჭერას.