Skip to main content

მონაცემებისა და ინფორმაციის შეგროვება

Outline არ შეაგროვებს პერსონალურ ინფორმაციას, თუ მის მიწოდებაზე თანხმობას არ განაცხადებთ. აგრეთვე, Outline არ აგროვებს ინფორმაციას ვებსაიტების შესახებ, რომლებსაც სტუმრობთ ან მათ შესახებ, ვისთან ან რასთანაც გაქვთ კომუნიკაცია.

თუ ქმნით ან შედიხართ ანგარიშში მესამე მხარის ღრუბლის პროვაიდერის მეშვეობით Outline Manager-იდან, ჩვენ არ მოვიპოვებთ ინფორმაციას (მაგალითად, ელფოსტის მისამართი, სახელი, ბილინგის ინფორმაცია და გადახდის დეტალები), რომელსაც მესამე მხარის ღრუბლის პროვაიდერს მიაწვდით.

ინფორმაცია, რომელსაც ავტომატურად ვიღებთ

ჩვენ ავტომატურად ვაგროვებთ ორი ტიპის ინფორმაციას.

  1. სერვერის IP

Outline-ის სერვერის IP-ს აგროვებს Quay.io და ის ჩვენთვის ხელმისაწვდომი ხდება, როდესაც სერვერი ავტომატურად ახლდება უსაფრთხოებისა და ფუნქციების უახლესი გაუმჯობესებებით. სერვერის IP-მ შეიძლება ამოიცნოს ღრუბლოვანი სერვერის პროვაიდერი და ქალაქი, რომელშიც დაყენებულია Outline-ის სერვერი, მაგრამ ეს არ აწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვინ ამუშავებს სერვერს და ვის აქვს მასზე წვდომა.

  1. პერსონალურად არაიდენტიფიცირებადი ტექნიკური ინფორმაცია

თუ Outline ავარიულად გაითიშება ან მოხდება ფატალური გამონაკლისი, ან ხელით გაგზავნით გამოხმაურებას Outline აპიდან, ქვემოთ სიაში ნაჩვენები ინფორმაციის შესახებ გაიგზავნება მოხსენება. ეს ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ სტაბილურობის ან ეფექტურობის პრობლემების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრისთვის.

  • ქვეყანა
  • ლოკალი
  • ავარიულად გათიშვის / გამონაკლისის და მაქსიმუმ წინა 100 მოვლენის, მაგალითად, მომხმარებლის მიერ სექციის „ინფორმაცია“ გახსნის, თარიღი და დრო
  • სტატიკურად შედგენილი გამონაკლისის შეტყობინებები
  • ოპერაციული სისტემის სახელი და ვერსია
  • ტელეფონის მოდელი (თუ ხელმისაწვდომია)
  • აპის ჩართვის დრო
  • ბრაუზერი
  • სტრუქტურა
  • Outline-ის ვერსიისა და ანაწყობის ნომერი

ეს ინფორმაცია HTTPS-ის გამოყენებით გადაეცემა Sentry-ს (sentry.io), მესამე მხარეს, შეცდომებზე თვალის დევნების ღია კოდის პროვაიდერს. Sentry იყენებს დარგობრივი სტანდარტის შესაბამის ტექნოლოგიებს და სერვისებს, რათა დაიცვას თქვენი მონაცემები არაავტორიზებული წვდომისგან, გამჟღავნებისგან, გამოყენებისა და დაკარგვისგან. თუ გაქვთ შეკითხვები Sentry-ს წესების შესახებ, მოინახულეთ https://sentry.io/security/ და https://sentry.io/privacy/, ან დაუკავშირდით ელფოსტით მისამართზე: [email protected]. Sentry-ს მიერ შენახული Outline-ის ყველა მონაცემი შენახულია იმგვარად, რომ მასზე წვდომა მხოლოდ Outline-ის გუნდის წევრებს შეუძლიათ.

ინფორმაცია, რომელსაც ვიღებთ მხოლოდ ცალსახა თანხმობის შემდეგ

Outline მოახსენებს შემდეგი ინფორმაციის შესახებ Outline-ის გუნდს ცალსახა თანხმობის გაცხადებისას.

  1. გამოყენების მეტრიკა

Outline-ის თითოეული სერვერი ბოლო საათისა და თითოეული წვდომის გასაღებისთვის ავტომატურად აგროვებს შემდეგ ინფორმაციას: გადაცემული ბაიტების რაოდენობა, დრო, რომლის განმავლობაშიც მომხმარებელი დაკავშირებული იყო სერვერთან, გამოყენებული ავტორიზაციის მონაცემების წარმოშობის ქვეყნები და ინფორმაცია იმის შესახებ, ჩართულია თუ გათიშული ესა თუ ის ფუნქცია. კომუნიკაციის კონტენტი ან მეტამონაცემები, რომლებიც ვინაობის ამოცნობის საშუალებას იძლევა (მაგ., სისტემაში შესვლა, ელფოსტა, მოწყობილობის ID-ები და სხვ.), არ აღირიცხება. მთელი მეტრიკა მიბმულია სერვერის ID-ზე. სერვერის ID-ს შეცვლის ინსტრუქცია იხილეთ აქ.

ნაგულისხმევად, Outline-ის სერვერები არ უზიარებს ამ მეტრიკას Outline-ის გუნდს. თუ სერვერის ადმინისტრატორი ცალსახად ეთანხმება გამოყენების მეტრიკის გაზიარებას, ეს ინფორმაცია დაცულად გაეგზავნება Outline-ის გუნდს ყოველ საათში. 60 დღის განმავლობაში მოხდება გამოყენების მეტრიკის შეჯამება ქვეყნის დონეზე. სერვერის ადმინისტრატორებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ გამოყენების მეტრიკის გაზიარების თავიანთი პარამეტრის შეცვლა „პარამეტრების“ მენიუს მონახულებით Outline Manager-ში.

ჩვენ ვაფასებთ, რომ გვიზიარებთ ანონიმურ მეტრიკას თქვენი სერვერის გამოყენების შესახებ, რადგან მას ვიყენებთ გამოყენების ტენდენციების გასაზომად და პროდუქტის გასაუმჯობესებლად.

მაგალითად, თუ სერვერის ადმინისტრატორი ეთანხმება გამოყენების მეტრიკის ჩვენთვის გაზიარებას, შეიძლება მივიღოთ ინფორმაცია, რომელიც მიგვანიშნებს, რომ გუშინ სერვერი (ID: 12345) გამოიყენებოდა 3 საათის განმავლობაში და მან სულ გადასცა 500 მეგაბაიტის მოცულობის მონაცემები, სამი გასაღებიდან თითოეული გამოიყენებოდა შეერთებულ შტატებსა და კანადაში, მონაცემთა ლიმიტის ჩართული ფუნქციით.

  1. თქვენი კომენტარები და ელფოსტა, თუ გამოხმაურებას გაგზავნით

Outline-ის მმართველი და Outline აპები საშუალებას გაძლევთ, გამოეხმაუროთ გუნდს. გირჩევთ, არ მიუთითოთ პერსონალურად ამოცნობადი ინფორმაცია, თუმცა ელფოსტის ველი არასავალდებულოდ ხელმისაწვდომია, თუ გსურთ, მიიღოთ პასუხი ჩვენი გუნდისგან. ჩვენ ავტომატურად შევაგროვებთ გარკვეულ ძირითად ინფორმაციას, რომ შევძლოთ თქვენი გამოხმაურების გაგება. სანახავად, თუ რა მონაცემებს ვაგროვებთ, იხილეთ მე-2 ერთეული ზემოთ, სექციაში „ინფორმაცია, რომელსაც ავტომატურად ვიღებთ“. Outline-ის უსაფრთხოებისა და კონფიდენციალური ინფორმაციის გამოყენების პრაქტიკის შესახებ შეიტყვეთ მეტი აქ.

თუ Outline აპის ბეტა ვერსიას იყენებთ Android-ში, ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ Google-ის სერვისი Firebase შეცდომების გამართვის ინფორმაციის შესაგროვებლად, რაც შეიძლება დაგვეხმაროს პრობლემების აღმოჩენასა და Outline-ის გაუმჯობესებაში. Firebase-ის კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების წესების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებსაიტზე firebase.google.com/support/privacy. თუ არ გსურთ, Outline-მა ეს ინფორმაცია Firebase-ის მეშვეობით გამოგიგზავნოთ, გამოიყენეთ აპის წარმოების ვერსია.