როგორ დავაყენო მონაცემთა ლიმიტები წვდომის გასაღებებზე?
შეგიძლიათ დააყენოთ მონაცემთა ლიმიტი, რომელიც ყველა წვდომის გასაღებზე გავრცელდება. ლიმიტის დასაყენებლად გახსენით Outline Manager და გადადით პარამეტრებზე. იქ დაინახავთ მონაცემთა ლიმიტების გადამრთველს, რომელიც, როდესაც ჩართულია, გაძლევთ ლიმიტის დაყენების უფლებას.

როდესაც ლიმიტს დააყენებთ, ნახავთ, რამდენად ახლოსაა თითოეული მომხმარებელი ლიმიტთან, წვდომის გასაღების გვერდზე, სადაც ჰისტოგრამა აჩვენებს მონაცემთა გამოყენებას ბოლო 30 დღისთვის.

გარდა იმისა, რომ შეგიძლიათ დააყენოთ ლიმიტი თქვენი ყველა წვდომის გასაღებისთვის, შეგიძლიათ თითოეულ გასაღებს მიანიჭოთ საკუთარი მონაცემთა ლიმიტი. ეს პარამეტრი უგულებელყოფს ნებისმიერ ნაგულისხმევ მონაცემთა ლიმიტს, რომელიც დაყენებული გაქვთ, მაგრამ თუ ნაგულისხმევი მონაცემთა ლიმიტი დაყენებული არ გაქვთ, შეგიძლიათ მაინც დააყენოთ მონაცემთა ლიმიტი ნებისმიერი გასაღებისთვის.
გასაღების მონაცემთა გადაცემის ლიმიტის დასაყენებლად გახსენით Outline Manager, გადადით კავშირების ჩანართზე, რომელიც შეიცავს იმ გასაღებს, რომლისთვისაც გსურთ ლიმიტის დაყენება და დააწკაპუნეთ მენიუზე გასაღების მწკრივის მარჯვენა მხარეს. იქიდან დააწკაპუნეთ მონაცემთა ლიმიტზე. „ჩემი წვდომის გასაღების“ მონაცემთა ლიმიტის შესაცვლელად დააწკაპუნეთ მონაცემთა ლიმიტის ხატულაზე .

აირჩიეთ მონაცემთა მორგებული ლიმიტის დაყენება. როდესაც ამ მოსანიშნ ველს მონიშნავთ, გამოჩნდება ველი, სადაც შეგიძლიათ დააყენოთ მონაცემთა მორგებული ლიმიტი შესაბამისი გასაღებისთვის. დააწკაპუნეთ შენახვის ღილაკზე, როდესაც მზად იქნებით მონაცემთა ლიმიტის შესანახად.

როდესაც თქვენს მონაცემთა გადაცემის ლიმიტს შეინახავთ არჩეული გასაღებისთვის, ლიმიტი გამოჩნდება მთავარ ეკრანზე, მონაცემთა გამოყენების (ბოლო 30 დღის განმავლობაში) გვერდით თითოეული გასაღებისთვის.
წვდომის გასაღებიდან მონაცემთა ლიმიტის წასაშლელად გადადით გასაღების მონაცემთა ლიმიტის დიალოგურ ფანჯარაზე, როგორც ადრე, გააუქმეთ მონიშვნა ველზე ლეიბლით „მონაცემთა მორგებული ლიმიტის დაყენება“ და დააწკაპუნეთ შენახვის ღილაკზე.

მონაცემთა ლიმიტთან დაკავშირებული ხშირად დასმული შეკითხვები
რას ნიშნავს მონაცემთა 30-დღიანი განახლებადი ლიმიტი?
მონაცემთა 30-დღიანი განახლებადი ლიმიტი შეაჯამებს თითოეული გასაღების გამოყენებას ბოლო 30 დღის განმავლობაში და ამ პერიოდში გასაღების გამოყენებას ლიმიტის ფარგლებში შეინარჩუნებს. შედეგად, გასაღები ვერ გადასცდება ლიმიტს ვერცერთ 30-დღიან პერიოდში, მათ შორის, 30-დღიან კალენდარულ ან უფრო მოკლე თვეებში. რეალურად, ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეული მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი მონაცემები გაიზრდება ყოველდღე იმ ოდენობით, რომელიც გამოიყენა 31 დღის წინ.
რატომ იყენებს Outline განახლებად ლიმიტებს?
განახლებადი ლიმიტები უზრუნველყოფს გარანტიებს ყოველი 30-დღიანი პერიოდისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი კონფიგურირება განმეორებადი ლიმიტების (როგორიცაა თვის მორგებადი დღე) კონფიგურირებაზე ადვილია მსგავსი გარანტიების პირობებში. აგრეთვე, ისინი შეესატყვისება Outline-ის მონაცემთა გამოყენების არსებულ ჩვენებას, ისევე როგორც ჩვეულებრივ ხელსაწყოებს, როგორიცაა ანალიტიკური სერვისები და სერვერის სტატისტიკა.
რა ტიპის მონაცემებს შეიცავს მონაცემთა ლიმიტი?
წვდომის თითოეული გასაღების სერვერიდან გასვლა ითვლება. კერძოდ, ეს გულისხმობს გასაღების სახელით სერვერიდან გაგზავნილ და, ასევე, კლიენტთან დაბრუნებულ მონაცემებს. პრაქტიკულად, ის უნდა უთანაბრდებოდეს ტრაფიკს, რომელიც გაიგზავნა გასაღებიდან სერვერზე და უკან, ამიტომ იმედი გვაქვს, რომ ის იქნება მომხმარებლების ჯამის შესატყვისი. ჩვენ ავირჩიეთ გაგზავნა, რადგან ღრუბლის ჩვენ მიერ გამოკითხული პროვაიდერები მასზე ახორციელებენ ბილინგს.
ეცნობება მომხმარებლებს მონაცემთა ლიმიტის ამოწურვის შესახებ?
ამჟამად არა. ღრუბლის ბევრ პროვაიდერს აქვს ლიმიტი, მაგალითად, 1 ტბაიტი მთელ თვეზე, რომელსაც შეუძლია 10 მომხმარებლის მხარდაჭერა 100 გბაიტით, ან 100 მომხმარებლის — 10 გბაიტით. ეს საკმაოდ დიდი რიცხვებია და ჩვენი მოლოდინით, ბევრი მომხმარებელი ვერ მიაღწევს ასეთ ლიმიტს. იმედი გვაქვს, რომ მომხმარებლები დაუკავშირდებიან სერვერის მმართველებს, როდესაც ლიმიტს მიაღწევენ. ამის მიუხედავად, სიამოვნებით მივიღებთ თქვენს ანალიზს, როგორ დაგეხმარებოდათ შეტყობინებები თქვენი გამოყენების მაგალითზე. შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთაქ.
ეცნობება მომხმარებლებს, როცა მონაცემთა ლიმიტს მიაღწევენ?
ახალი მონაცემების ოდენობა, რომელსაც ლიმიტთან მიახლოებული მომხმარებელი მიიღებს, განსხვავებული იქნება ყოველდღიურად, რადგან ის ეყრდნობა მის 30 დღის წინანდელ გამოყენებას. ვფიქრობთ, გაფრთხილება უფრო დააბნევს საბოლოო მომხმარებლებს, ვიდრე დაეხმარება მათ. ამ ქცევასთან დაკავშირებით სიამოვნებით მივიღებდით თქვენს გამოხმაურებასაქ.
შემიძლია გადავაყენო მომხმარებლის მონაცემთა მოხმარების მაჩვენებელი?
არა, მომხმარებლის ლიმიტი ყოველთვის მოიცავს მონაცემთა გამოყენებას გასული 30 დღის განმავლობაში. ამის მიუხედავად, შეგიძლიათ გაზარდოთ გასაღების მონაცემთა ლიმიტი ან შექმნათ მისთვის ახალი გასაღები.
რატომ დაკარგა ჩემმა რამდენიმე მომხმარებელმა წვდომა, როგორც კი ჩავრთე მონაცემთა ლიმიტი?
მონაცემთა ლიმიტი ეყრდნობა მომხმარებლების 30 დღის წინანდელ მონაცემთა გადაცემას, რაც აღინუსხება, მიუხედავად იმისა, მონაცემთა ლიმიტები ჩართულია თუ არა. შესაძლებელია, რომ აღნიშნულ მომხმარებლებს უკვე გადაჭარბებული ჰქონდათ ლიმიტი მის გააქტიურებამდე. აგრეთვე, გაითვალისწინეთ, რომ მონაცემთა ლიმიტები ხორციელდება, როდესაც თუნდაც ერთი გასაღების მონაცემთა ლიმიტი იცვლება.
შემიძლია დავაყენო ლიმიტი სერვერის მასშტაბით, მაგალითად, „1 ტბაიტი ყოველ 30 დღეზე“?
ამჟამად არა. დამატებითი ინფორმაცია თქვენი გამოცდილების შესახებ გაგვიზიარეთაქ.
თუ დაწესებულია მონაცემთა ნაგულისხმევი ლიმიტი და მონაცემთა ლიმიტი კონკრეტულ გასაღებზე, რომელი განხორციელდება?
კონკრეტული გასაღების მონაცემთა ლიმიტი უგულებელყოფს მონაცემთა თქვენ მიერ დაყენებულ ნებისმიერ ნაგულისხმევ ლიმიტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
შემიძლია დავაყენო მონაცემთა ლიმიტი კონკრეტული გასაღებისთვის მონაცემთა ნაგულისხმევი ლიმიტის დაყენების გარეშე?
დიახ. ნაგულისხმევი ლიმიტის განსაზღვრა არ არის საჭირო ერთ გასაღებზე მონაცემთა ლიმიტის დასაყენებლად. მაგალითად, შეგიძლიათ დააყენოთ ლიმიტი ერთ გასაღებზე, რომელიც, თქვენი აზრით, შეიძლება ფართოდ არის გაზიარებული, რათა დაიცვათ თავი მონაცემთა ჭარბი გადაცემისგან ამ გასაღების მეშვეობით.