როგორ მივიღო წვდომის გასაღები?
Outline განსხვავდება VPN სერვისებისგან, რომლებზე წვდომასაც ყიდულობთ; ის არის ხელსაწყო, რომელიც გაძლევთ საშუალებას, გაუშვათ საკუთარი VPN სერვერი და გააზიაროთ მასზე წვდომა. სერვისის მმართველი ერთადერთია, ვისაც შეუძლია წვდომის გასაღების უზრუნველყოფა. Outline-ის გუნდი არ გასცემს უფასო ან ფასიანი წვდომის გასაღებებს. ჩვენ არ გვყავს წვდომის გასაღების ოფიციალური პარტნიორები, სპარსულში Paskoocheh-ის გარდა.
წარმოგიდგენთ წვდომის გასაღების მიღების სამ ვარიანტს:
- სთხოვეთ ვინმეს, მოგიწვიოთ თავის სერვერზე: თუ იცნობთ ვინმეს, ვინც Outline-ის სერვერით სარგებლობს, დაუკავშირდით მას და სთხოვეთ წვდომის გასაღები.
- შექმენით სერვერი დამოუკიდებლად: Windows-ის, Mac-ის ან Linux-ის კომპიუტერის მეშვეობით ჩამოტვირთეთ Outline-ის მმართველი და დააყენეთ თქვენი Outline-ის სერვერი. ეს პროცესი ყველასთვის გავამარტივეთ, განსაკუთრებით, ღრუბლის სერვისის პროვაიდერის, DigitalOcean-ის მეშვეობით.
- გამოიყენეთ Outline-ის ან Shadowsocks-ის სერვისი: Outline-ის კლიენტის გამოყენება შესაძლებელია მესამე მხარის სერვისებთან ერთად, რომლებიც სარგებლობენ Outline-ით ან Shadowsocks-ის პროტოკოლით. მაგალითად:
- nthLink უშვებს უფასო სერვისს Outline-ის საფუძველზე, Outline-ის კლიენტის მოდიფიცირებული ვერსიით.
- ASL19 უშვებს Outline-ის მოდიფიცირებულ ვერსიას, რომელსაც ეწოდება BeePass; ასევე, უშვებს Telegram-ის ბოტს, რომელიც უზრუნველყოფს BeePass-ის სერვერების გასაღებებზე უფასო წვდომას.
- სპარსული ენის მომხმარებლებს, ასევე, შეუძლიათ, მოითხოვონ Outline-ის წვდომის გასაღები ASL19-ის Paskoocheh-ისგან.
Outline-ის კლიენტის აპის ჩამოტვირთვის შემდეგ დააკოპირეთ და ჩასვით თქვენი წვდომის გასაღები Outline-ის კლიენტში, რომ დაუკავშირდეთ Outline-ის სერვერს.