Skip to main content

თქვენი მოწყობილობის დაკავშირება Outline-ის სერვერთან

თქვენი მოწყობილობის დაკავშირება Outline-ის სერვერთან

თქვენი მოწყობილობის დასაკავშირებლად Outline-ის სერვერთან სერვერის ადმინისტრატორმა უნდა გამოგიგზავნოთ მოსაწვევი, რომ დაუკავშირდეთ მის სერვერს უნიკალური წვდომის გასაღებით. ეს მოსაწვევი:

  • მოგთხოვთ, ჩამოტვირთოთ და დააინსტალიროთ Outline თქვენს მოწყობილობაზე, თუ ის უკვე არ გაქვთ
  • გამოიყენებს წვდომის გასაღებს უსაფრთხო კავშირის დასამყარებლად თქვენსა და Outline-ის სერვერს შორის

როდესაც სერვერთან კავშირს დაამყარებთ, Outline-ის გამოსაყენებლად შეგიძლიათ დააწკაპუნოთ „დაკავშირებაზე“ ან „გათიშვაზე“.

მნიშვნელოვანია: Outline არ მუშაობს წვდომის გასაღებისა და Outline-ის სერვერის გარეშე. Outline აპის ჩამოტვირთვა და ინსტალაცია გასაღების გარეშე ვერ დაიცავს თქვენს ინტერნეტის ტრაფიკს.